ანალიტიკოსები: თუკი ბიტკოინი 11.500 დოლარის დონეს დასძლევს, ფასის მატება გარდაუვალია

0
1385

ბიტკოინის ფასმა წინა კვირას 11.700 დოლარის ნიშნულს მიაღწია, მაგრამ შემეგ ფასი 11.300 დოლარის დონეზე დაეცა.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის კურსის მხარდაჭერა საჭიროა 11.500 დოლარზე. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს ვერ შეინარჩუნებს ფასის დაცემა საკმაოდ დრამატული იქნება.

ანალიტიკოსების ნაწილი იმასაც კი აცხადებს, რომ კურსის კლების ტენდენციის დაფიქსირებისას მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი 9.750 დოლარზე დაეცეს.

როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, ბიტკოინის ფასი 11.400-სა 9.700 დოლარის შუალედში იმოძრავებს. ეს კი შესანიშნავია დროა იმისთვის, რომ ტრეიდერებმა ვაჭრობა დაიწყონ.

მას შემდეგ, რაც ფასი მატებას დაიწყებს მოსალოდნელი დონე 12.000 დოლარია. თუმცა კურსის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 12.467 დოლარზე დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 ოქტომბერს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 219 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კრიპტოვალუტის ფასი კი 11. 781 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი