აშშ-ს სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების ოფისები NFT-ის შესწავლას ითხოვს

0
315

იმის გამო, რომ NFT კვლავ იპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას, შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისი და აშშ-ის საავტორო ოფისი აპირებს დაიწყოს კვლევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და მათ გავლენებზე.

NFT-ების შემოწმება ხდება მას შემდეგ, რაც ივნისში სენატორებმა პატრიკ ლეჰიმ და ტომ ტილისიმა მოითხოვეს, მთავრობას და საზოგადოებას გაეაზრებინა აღნიშნული ტექნიკურ ეკონომიკური პროცესები, რომელიც საავტორო უფლებების დაცვასთანაცაა დაკავშირებული.

ორი დეპარტამენტი შეთანხმდა, რომ ჩაატარონ კვლევა Leahy-სთან და Tillis-თან მიმოწერით, გამართონ წინასწარი დისკუსიები სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს.

განიხილება თემების ფართო სპექტრი, რომლებიც თავდაპირველად ვერმონტისა და ჩრდილოეთ კაროლინას სენატორებმა წამოჭრეს.

ეს მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების პოტენციურ გამოწვევებს NFT-ების სამომავლო აპლიკაციებთან დაკავშირებით, NFT-ზე საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებულ უფლებებს, ლიცენზირების უფლებებსა და დარღვევებს, ასევე პოტენციურ IP უფლებებს, რომლებიც მინიჭებულია NFT შემქმნელებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი