KuCoin-მა ზარალის 84% უკვე აანაზღაურა

0
1247

გასულ თვეს ციფრული ვალუტის ბირჟაზე KuCoin-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამ ეტაპზე ბირჟა აღდგენით სამუშაოების ჩატარებას კვლავ აგრძელებს.

KuCoin-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი ლიუმ განაცხადა რომ, მისმა კომპანიამ ბირჟაზე მიყენებული ზარალის 84% ამოიღო, რაც დაახლოებით 176 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანიის ზარალი კი მთლიანობაში 230 მილიონი დოლარია. ფინანსური ზარალის ოდენობა მომხმარებლების მხრიდან კომპანიისადმი სარჩელების წარმოებამაც განაპირობა.

კომპანიას ინვესორებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ცდილობს. ამიტომ KuCoin-ის ობიექტების სრული განახლება, უსაფრთხოების პროტოკოლების დახვეწა, რაც ტრანზაქციებისა და სხვა მომსახურებების ჯაჭვურ თვალის დევნებას ითვალისწინებს ნელ-ნელა მიმდინარეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ KuCoin–ზე თავდასხმა იყო დეცენტრალიზებული ბირჟის პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომლის სახსრებიც ფულის გათეთრებისთვის გამოიყენეს.

თავდაპირველად მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰაკრებმა ბირჟიდან 200 მილიონი დოლარის აქტივები მოიპარეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი