Huobi-ს იაპონიის მარეგულირებელმა ლიცენზია მიანიჭა

0
612

კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi-მ იაპონიის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო.

ამის შესახებ ცნობილი კომპანიის პრესრელიზიდან გახდა.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, გასული წლის სექტემბერში Huobi Global-ის შვილობილმა კომპანიამ, Huobi Japan Holding-მა შეიძინა კომპანია BitTrade-ის აქციები.

მნიშვნელოვანია, რომ ბირჟა იაპონიის მარეგულირებლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. BitTrade-ი იაპონიაში მოღვაწე 16 ლიცენზირებული ბირჟიდან ერთ-ერთი იყო.

Huobi ჯგუფის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეონ ლიმ განაცხადა, რომ ლიცენზიის მიღება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს კომპანიისთვის. მისი თქმით, მარეგულირებლის მხრიდან ლიცენზიის მინიჭება ნიშნავს, რომ Huobi იაპონიის ბაზრისთვის მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე Huobi Japan-ზე ბიტკოინით, ეთერიუმით, ბიტკოინ Cash-ით, ლაიტკოინით, რიპლითა და Monacoin-ით ვაჭრობა არის შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ Huobi-ის პრესრელიზში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების სისტემას. გასულ წელს, მას შემდეგ, რაც Coincheck-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა ბირჟების მხრიდან განსაკუთრებით გაძლიერდა უსაფრთხოების სისტემაზე ზრუნვა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად Huobi ვაჭრობის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში რიგით მე-7 კრიპტოვალუტის ბირჟაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი