რუსი სამართალდამცავები ტოკენებთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემას იძიებენ

0
1475

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი სამართალდამცავები Gram ტოკენის მოპარვის ფაქტს იძიებენ.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ტოკენებს ბრიტანული წარმოშობის კომპანია ყიდდა.

როგორც კი ქვეყანაში Telegram-ის ოპერირება აიკრძალა რუსეთის მხარემ პოტენციური თაღლითური სქემების შესწავლა დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკენი Blockchain ეკოსისტემის მომსახურებას გულისხმობდა, რომელიც ცნობილია როგორც Telegram Open Network-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია თაღლითურ ტოკენებს ყიდდა, რომლებიც თავის მხრივ, Telegram-ის Blockchain პროექტს უკავშირდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ Telegram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაველ დუროვმა 12 მაისს ოფიციალურად განაცხადა, რომ პროექტი, Telegram Open Network-ი დაიხურა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასამართლომ უარი თქვა 100 ბიტკოინის ქურდობის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტას ქვეყნაში არანაირი იურიდიული სტატუსი არ აქვს.

30 ივნისს, რუსეთის სისხლის სამართლის სასამართლომ უარყო შუამდგომლობა, მიეცა მსხვერპლისთვის კომპენსაცია. მოქალაქე კომპენსაციას ბიტკოინების დაკარგვის გამო ითხოვდა. ის ამტკიცებდა, რომ მისი ციფრული საფულიდან კრიპტოვალუტა მოიპარეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი