FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბანკმენ-ფრიდის მშობლებს სასამართლოში უჩივიან იმის ბრალდებით, რომ მათ კრიპტო ფირმისგან, მილიონობით დოლარი მიიღეს. გაკოტრებული კომპანიის მენეჯერები აცხადებენ, რომ მშობლებს თანხები “თაღლითურად გადაეცათ”.
ეს ეს საკითხი წამოჭრა იმ პირების მიერ, ვისაც ფირიმის წარუმატებლობის შემდეგ ვალის სახით პასუხისმგებლობა დაეკისრათ. სწორედ ეს გახდა სემ ბანკმენ-ფრიდის დაკავების მიზეზიც.
აშშ-ს პროკურორებმა, FTX-ის დამფუძნებელი ასევე დაადანაშაულეს ბირჟიდან თანხების უკანონო გადარიცხვაში მისი სავაჭრო ფირმის ზარალის დასაფარად, პოლიტიკური შემოწირულებების გასაკეთებლად და ქონების შესაძენად. თუმცა, ის ამ ბრალდებებს უარყოფს და ამჟამად ციხეში, სასამართლოს მოლოდინშია.
სემ ბანკმენ-ფრიდის მშობლების ადვოკატები კი კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ამტკიცებენ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს მათი შვილის სასამართლო პროცესს. იურიდიული სარჩელის მიხედვით კი,
მისტერ ბენკმენ-ფრიდის მშობლებმა, ორივე ყოფილმა პროფესორმა სტენფორდის უნივერსიტეტში, ბოროტად ისარგებლეს გავლენით, რათა მილიონობით დოლარი მიეღოთ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 10 მილიონი დოლარის ნაღდი ფული მიიღეს პარტნიორი კომპანია Alameda-სგან და FTX-მა 16,4 მილიონი დოლარის ქონება გადასცა ბაჰამის კუნძულებზე.
FTX, ოდესღაც მსხვილი კრიპტოვალუტის სავაჭრო ფირმა, რომლის აქტივები შეფასებული იყო 15 მილიარდ დოლარად 2021 წელს, გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა. გაკოტრებული ფირმის მენეჯერები აცხადებენ, რომ FTX-ს მისტერ ბენკმენ-ფრიდი და სხვები განიხილავდნენ, როგორც “ყულაბას” და სავარაუდოდ, მისმა მშობლებმაც ამით ისარგებლეს.
სარჩელში ნათქვამია, რომ მისტერ ბანკმენ-ფრიდის მამამ, ალან ჯოზეფ ბანკმენმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიაში არასწორი კულტურის და მენეჯმენტის გამყარებაში, მათ შორის თაღლითობის ბრალდებების დაფარვაში. გარდა ამისა, ბარბარა ფრიდს (დამფუძნებლის დედა), ბრალი ედება შვილის პოლიტიკური შემოწირულებების წყაროების გასაიდუმლოებაში.
FTX-ის მენეჯერები ახლა წყვილისგან მითვისებული თანხების დაბრუნებას ცდილობენ.