ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიამ (ASIC) Bit Trade-ის, ავსტრალიაში Kraken-ის პროვაიდერის, წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო. ASIC ამტკიცებს, რომ Bit Trade-მა ვერ შეასრულა ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებული პროდუქტების შექმნის და შესრულების ვალდებულებები, კონკრეტულად კი, მარჟით ვაჭრობის პროდუქტის შექმნის. ისინი მოითხოვენ, რომ ფირმებმა შექმნან ფინანსური პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს და მომხმარებლამდე მიიტანონ განსაზღვრული სტრატეგიით.
ASIC ამტკიცებს, რომ Bit Trade-მა მარჟის სავაჭრო პროდუქტის დანერგვამდე არ დაადგინა საჭირო პირობები. ეს პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გირაოს რაოდენობაზე ხუთჯერ მეტი კრედიტი მიიღოს.
ASIC-ის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერს, ეს მომსახურება უკვე მიიღო ავსტრალიელი მომხმარებლების საკმაოდ დიდმა (სულ მცირე 1160 მომხმარებელი) რაოდენობამ. რის შედეგადაც, ფინანსურმა ზარალმა $8.35 მილიონი შეადგინა. ხოლო, 2022 წლის ივნისში, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ შეტყობინების მიუხედავად, Bit Trade, სავარაუდოდ, განაგრძობდა მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზებას.
ამ პროდუქტის დანერგვის მიზანი, ASIC-ის მტკიცებით, არის ის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს Kraken-ის ბირჟაზე კრიპტო აქტივებით ვაჭრობა.
Kraken, კრიპტოვალუტით ვაჭრობის ბირჟა, 2011 წელს შეიქმნა აშშ-ში და გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბიტკოინის ბირჟა. აღსანიშნავია, რომ კრაკენი 2018 წლიდან მრავალი მარეგულირებელი გამოძიების ქვეშაა, რის შედეგადაც კომპანიის ჯარიმების რაოდენობა უკვე 30 მილიონ დოლარს აღემატება.