როგორ შეუძლია ბიტკოინს გადაჭრას მნიშვნელოვანი საბანკო პრობლემა?

0
491

ბიტკოინი შეიქმნა ტრადიციული ფინანსური სისტემის ჩანაცვლების მიზნით. ამის მხარდასაჭერად ბესტსელერმა ავტორი და ფსიქოლოგი ჯორდან პეტერსონმა გვთავაზობს, რომ დროა მივატოვოთ საბანკო სისტემა.

ჯორდან პეტერსონი ამბობს, რომ ბიტკოინმა ბანკები ნაწილობრივ უკვე ჩაანაცვლა. განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც Macquarie Bank-მა (ავსტრალიაში სიდიდით მეხუთე ბანკი) 2024 წლის ნოემბრისთვის მხოლოდ ციფრულ საბანკო სისტემაზე გადასვლა დაგეგმა. ამის პარალელურად, ბანკი ეტაპობრივად დაიწყებს ნაღდი ფულის, ჩეკების და სატელეფონო გადახდების ამოღებას.

პეტერსონი სწორედ ამ გადაწყვეტილებას იშველიებს და ამბობს რომ “მგონი ბანკების გაუქმების დროა”.

Macquarie Bank-ის გადაწყვეტილებამ კრიტიკა მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლების გარკვეული ჯგუფი არ არის ამ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული. ასევე, ასეთი სვლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბანკების მთავარ პრობლემას – მათ ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვთ მომხმარებლების ფინანსებზე. სწორედ, ამ პრობლემას ჭრის კრიპტოვალუტები, რადგან მომხმარებლებს მეტი კონტროლი აქვთ საკუთარ ფინანსებზე.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ზოგადად, ფინანსურ ინსტიტუტებს არ უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა მომხმარებლების ფულზე და იმაზე თუ როგორ განკარგონ ის. ასევე, ბაკნებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თვითნებურად შეცვალონ მომსახურების პოლიტიკა, რა დროსაც, როგორ წესი, მომხმარებლის აზრი არ არის გათვლისწინებული.

ბანკის განცხადებაში, ასევე ნახსენებია, რომ “ციფრული ტრანზაქციები უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გზაა ბანკებისთვის”, თუმცა კრიპტო-ენთუზიასტების თქმით, ქსელები, როგორიცაა Bitcoin Lightning Network, XRP Ledger და Bitcoin Cash უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე ბანკების ციფრული სისტემები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი