ბრაზილიაში კრიპტო ინდუსტრიას გარკვეული სირთულეები შეექმნა

0
1258

ბრაზილიაში ბოლო პერიოდია კრიპტოვალუტის ინდუსტრიას გარკვეული სირთულეები აქვს შექმნილი. ქვეყნის საგადასახადო სააგენტომ განაცხადა, რომ ბრაზილიას ახალი საგადასახადო სისტემა აქვს, რომელიც ციფრულ ვალუტასაც ეხება.

გასულ წელს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის ფედერალური შემოსავლების დეპარტამენტი კრიპტოშემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები ვალდებულნი არიან შემოსავლების დეპარტამენტს დეტალური ანგარიში გაუგზავნონ. ანგარიშებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციები უნდა ყოფილიყო ასახული.

გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია ქვეყნის მარეგულირებლის მხრიდან კრიპტო ინდუსტრიის რეგულაციაზე მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა ბრაზილიის სამეფო ოჯახის შთამომავალი ლუის ფილიპ დე ორლეანს-ბრაგანზა, ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულაციის წინააღმდეგია.

ორლეანს-ბრაგანზა, რომელიც ასევე არის დეპუტატი ბრაზილიის ეროვნულ კონგრესში, მონაწილეობდა კომისიის სხდომებში, რომელსაც ევალებოდა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავება.

როგორც დეპუტატი აცხადებდა, კანონპროექტი კონგრესში უნდა განიხილებოდეს მაშინ, თუკი არსებობს მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება იმის მაგალითი, რომ სახელმწიფო ჩაერია ისეთ საქმიანობაში, რაც მას არ ეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი