FBI-მ Lazarus Group-ის ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობა დაადასტურა

0
762

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ცოტა ხნის წინ ოფიაცლურად დაასახელა დამნაშავეებად Lazarus Group და APT38 – ჰაკერული დაჯგუფებები, რომლებიც გასულ წელს Harmony Bridge Hack-ის სახელით ცნობილი თავდასხმის უკან იდგნენ, რა დროსაც მათ 100 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს კომპანიას.

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კიბერჯგუფი დიდი ხანია იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ ხელისუფლება მათ მონაწილეობას დღემდე ვერ ადასტურებდა.

2022 წელს Harmony Bridge-ის ჰაკი იყო Harmony’s Horizon Ethereum-ის ხიდზე უსაფრთხოების ხარვეზის შედეგი, რამაც კიბერ თავდამსხმელებს საშუალება მისცა, 11 ტრანზაქციის მეშვეობით გაეტარებინათ მთელი რიგი აქტივები.

FBI-მ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა დაიწყეს დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ღირებულების მოპარული თანხების გადატანა ამ თვის დასაწყისში Ethereum-ზე დაფუძნებული კონფიდენციალურობის პროტოკოლის RAILGUN-ის მეშვეობით.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს, განცხადების თანახმად, აღნიშნული ოპერაციები, როემლიც ჰაკერების მხრიდან ტრანზაქციების განახლების საქმეს ეხებოდა, კომპანიამ დამოუკიდებლად აღმოაჩინა და ფედერალურ ბიუროს მათ გაყინვაში დაეხმარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი