იპონიის 61 ბანკისგან შემდგარი გაერთიანება გადარიცხებისათვის რიპლის გამოიყენებს

0
2298

იაპონიის ბანკების გაერთიანება მომენტალური გადახდის მობილური აპლიკაციის, MoneyTap-ის გამოყენებას 2018 წლის შემოდგომიდან გეგმავს. 61 ბანკის გაერთიანებას SBI Ripple Asia ხელმძღვანელობს, რომელიც თავის მხრივ, იაპონიის ყველა საბანკო აქტივების 80%-ის მფლობელია.

“ნდობით, საიმედოობითა და ხელმისაწვდომობით ბანკი დაძლევს გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენი მომხმარებლებისათვის ჩვენ შევქმნით უფრო სწრაფ, უსაფრთხო და უფრო ეფექტურ გადასახადების გადახდის სისტემას”,- განაცხადა SBI Ripple Asia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტაკაში ოკიტამ.

სამი ბანკი, რომელშიც შედიან: SBI Net Sumishin Bank, Suruga Bank და Resona Bank აპლიკაციის გამოყენებას ამ წლის შემოდგომაზე დაიწყებენ, ხოლო დანარჩენი ბანკები პროექტს თანდათანობით შეუერთდებიან. ამასთანავე, მომხმარებელს MoneyTap აპლიკაციით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში რიპლიმ ორ ახალ ფინანსურ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა; პირველი ეს იყო საუდის არაბეთი, რომელმაც რიპლის საზღვარგარეთ გადახდის სისტემაში გამოყენება დაიწყო. რაც შეეხება მეორე საფინანსო სტრუქტურას, ეს იყო Western Union-ი, რომელიც რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის სისტემას ტრანზაქციების დროს გამოიყენებს.

ამ თვეში, სამხრეთ კორეის ბანკმა ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთის ტრანზაქციებისას რიპლის გამოყენება არის დაგეგმილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეამ იაპონიის გამოცდილებით იხელმძღვანელა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი