Cred-ის პლატფორმამ ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული პირი დირექტორად დანიშნა

0
746

საქმის შემმოწმებელი პირი ამბობს, რომ Cred-ის პლატფორმამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უნებლიედ მიმალვაში მყოფი პირი დირექტორად დანიშნა.

გაკოტრებული კრიპტოვალუტებისათვის სესხის გაცემის პლატფორმა Cred Inc-მა ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული კომპანიის ფინანსურ დირექტორად დანიშნა. საუბარია ჯეიმს ალექსანდერზე, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობამ 2007 წლს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გამომჟღავნდა რობერტ სტარკის მიერ გაკეთებულ დასკვნაში.

“დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბატონი ჯეიმს ალექსანდერი იდენტიფიცირებულია, როგორც ბრალდებული და მიმალვაში მყოფი”,-ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლე ჯონ დორსიმ რობერტ სტარკი დეკემბერში Cred–ის მომხმარებლების ბრალდებების გამოსაძიებლად დანიშნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ორ წელიწადში 66 მილიონი დოლარი დაკარგა თაღლითობისა და არაკომპეტენტურობის გამო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ Cred–ის ბუღალტრული აღრიცხვისა და შესაბამისობის პრაქტიკა იყო არასისტემური, ქაოტური და, ზოგიერთ შემთხვევაში, არარსებულიც კი. აღინიშნებოდა სტანდარტიზებული ანგარიშგების და მონიტორინგის პროცესების ნაკლებობა.

”როგორც ჩანს, Cred-მა ბრწყინვალედ განახორციელა თავისი მარკეტინგული მიზნები; მაგრამ მისმა ჩავარდნებმა ბიზნესის ყველაზე მთავარ ფუნქციებში მისი საბოლოო დაღუპვა გამოიწვია”,- განაცხადა რობერტ სტარკმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი