ბოსტონის Blockchain ასოციაცია კრიპტოვალუტის რეგულაციის ლობირებაზე მუშაობას იწყებს

0
537

ბოსტონის Blockchain ასოციაცია ბოსტონში დაფუძნებულ მედია სახლთან Media Shower-თან და ციფრული კომერციის პალატასთან ერთად მასაჩუსეტსის კრიპტოვალუტის რეგულაციების ლობირებისათვის მუშაობენ.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Media Shower–თან და ციფრული კომერციის პალატასთან თანამშრომლობით ციფრული ვალუტის რეგულაციის შესახებ კანონპროექტი შემუშავდა.

მასაჩუსეტსის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს კანონის ამოქმედებას, რაც თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს კრიპტოვალუტის თანამეგობრობის ინდუსტრიას.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს ხუთ ძირითად რეკომენდაციას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ქმედებებისთვის, მათ შორის საგადასახადო კანონები, მარეგულირებელი სისტემა და Blockchain ტექნოლოგიის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნა.

იურიდიული და მარეგულირებელი ორგანოები ხშირად ქმნიან შესაფერის გარემოს კრიპტო სტარტაპებისთვის, რათა სფეროს განვითარების საშუალება მისცენ.

განცხადების თანახმად, დოკუმენტი მსგავსია ტექსასის Blockchain საბჭოს მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების ნაკრებისა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში მასაჩუსეტსის მარეგულირებელმა Robinhood-ს სასამართლოში უჩივლა. მარეგულირებლის თქმით, პლატფორმის რეკლამების შინაარსი ახალბედა ინვესტორების დაინტერესებას იწვევდა.

თუმცა შტატის ფასიანი ქაღალდების სამმართველოს უფროსი, უილიამ გალვინი შიშობდა, რომ ეს შეიძლება ხაფანგი აღმოჩენილიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი