აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების ქვეკომიტეტი კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით მოსმენას გეგმავს. კომიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეკომიტეტის მოსმენა სახელწოდებით, “კრიპტოვალუტისა და ICO-ს ბაზრების განხილვა” 14 მარტს არის დაგეგმილი. ამ კვირაში ვაშინგტონში გამართულ Blockchain-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგატმა ტომ ემმერმა, რომელიც არის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების ქვეკომიტეტის წევრი განაცხადა, რომ მოსმენა ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათს…