სამხრეთ კორეაში საჯარო მოხელეებს კრიპტოვალუტის ფლობა და ვაჭრობა აეკრძალათ

0
2023

სამხრეთ კორეის მთავრობამ ოფიციალური პირებს კრიპტოვალუტის ფლობა და ვაჭრობა აუკრძალა.

“მთავრობამ პირველად შეადგინა ფორმულირება “ციფრული ვალუტის აკრძალვა”, რომელიც ყველა საჯარო თანამდებობის პირს ეხება”,- ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს სამხრეთ კორეის მედია საშუალება Maeil Business Newspaper-ი.

გაზეთის ინფორმაციით, პერსონალის მენეჯმენტის უწყებამ, რომელიც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით, “ვირტუალური ვალუტის ფლობა და ტრანზაქცია-ინფორმაცია საჯარო მოხელეებისათვის”. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოფიციალური პირები, რომლებიც კრიპტოვალუტის ვაჭრობის სფეროში არიან ჩართულნი არღვევენ თმენის ვალდებულებას. ეს კი არის დარღვევა საჯარო მოხელის შესახებ კანონისა. დარღვევა ექვემდებარება დისციპლინარულ ქმედებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული საქმიანობა სამუშაო საათებში განხორცილედება.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნულია, რომ აკრძალვა ყველა სამინისტროში იმოქმედებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში, თითოეული სამინისტრო პასუხისმგებელი იქნება იმ დისციპლინარულ რეაგირებაზე, რომელსაც თავად მიიჩნევს მიზანშეწონილად.

2017 წლის დეკემბერში, სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ინვესტორებში გარკვეული დაბნეულობა შეინიშნებოდა, რადგან ვრცელდებოდა ხმები კრიპტოვალუტის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. მოგვიანებით მთავრობამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობისთვის რაიმე სახით ხელის შეშლას ან აკრძალვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო მომსახურების კომისიამ, სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ და მთავრობის პოლიტიკის კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ჰონგ ნამ-კიმ თანამშრომლები გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციებისგან თავი შეეკავებინათ.

2018 წლის იანვარში, სამხრეთი კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახური დაადანაშაულეს კრიპტოვალუტის შიდა ვაჭრობაში. საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჩოი ჰუნგ-სიკმა მოგვიანებით ბრალდებები დაადასტურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი