მალაიზიის ცენტრალური ბანკი საბანკო სექტორში Blockchain-ის დანერგვას აპირებს

    მალაიზიის ცენტრალურმა ბანკი საბანკო სექტორში Blockchain-ის ინტეგრირებას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის მმართველის მოადგილემ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა.

    2018 წელს აზიის ბანკის ციფრული ფინანსების ყრილობაზე კუალა-ლუმპურში გამოსვლისას, მალაიზიის Bank Negara-ს მმართველის მოადგილემ ჯესიკა ჩუ ჩენგ ლიანმა განაცხადა, რომ ცხრა ბანკმა ერთობლივი სამუშაოების შედეგად საფინანსო-სავაჭრო Blockchain პლატფორმა შექმნა.

    ბანკები აზიის მასშტაბით Blockchain ტექნოლოგიის მრავალი მიმართულებით გამოიყენებას აპირებენ, მათ შორის დაგეგმილია რიპლის Blockchain startup-თან პარტნიორობაც.

    მალაიზიის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებით რეგულაციის გეგმები გააერთინა. მალაიზიის ცენტრალურ ბანკმა კი ახალი კანონმდებლობის დანერგვა თებერვალში დაიწყო.

    შეგხსენებთ, რომ მალაიზიის ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაცია მომხმარებლის იდენტიფიცირების აუცილებლობას გულისხმობს.

    კერძოდ, კრიპტო-ბირჟაზე ვაჭრობის მსურველ მომხმარებელს ამ მოთხოვნების შესრულება უწევს: სრული სახელი და გვარი; მომხმარებელის ფოტოსურათის მქონე ოფიციალური დოკუმენტი; პირადობის მოწმობის ნომერი ან პასპორტის ნომერი; საცხოვრებელი და საფოსტო მისამართი; დაბადების თარიღი; მოქალაქეობა; ტრანზაქციის მიზანი.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *