Cryptopia მუშაობის განახლებას არ ჩქარობს

0
1882

ახალი ზელანდიის პოლიციამ კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia-ს კუთვნილი ოფისი დაუბრუნა. ამ ეტაპზე ბირჟა “შემთხვევის ადგილს” აღარ წარმოადგენს და კომპანიის ფუნქციონირება შესაძლებელია.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტობირჟა არ არის მზად საქმიანობის განახლებისთვის.

მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა 16.1 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს, ახალი ზელანდიის პოლიციამ დაიწყო საერთაშორისო სამართალდამცავებთან ერთად გამოძიება.

ჰაკერების თავდასხმა 15 იანვარს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. განცხადების თანახმად, ხელისუფლება არ ზღუდავს ბირჟას, რომ საქმიანობა განაახლოს, თუმცა Cryptopia-ს ხელმძღვანელობა საქმიანობის დაწყებას არ ჩქარობს.

“მიუხედავად პოლიციის განცხადებისა, სანამ ჩვენ არ შეგვეძლება დანაკარგების შესახებ სრულყოფილი ანალიზის ჩატარება იქამდე საქმიანობის განახლება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად”, -ნათქვამია ბირჟის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Cryptopia მუშაობას ანახლებდა. ახალი ზელანდიის პოლიცია მაშინაც აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა მზად იყო მომსახურების განახლებისთვის.

დეტექტივ-ინსპექტორმა გრეგ მარტონმა მაშინ აღნიშნა, რომ კრიპტობირჟაზე განსხორციელებულ თავდასხმას მაღალტექნოლოგიური დანაშაულის ჯგუფი იძიებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი