Binance-მა კვლევით კომპანია Chainalysis-თან პარტნიორობა დაიწყო

0
2086

კრიპტოპროვაიდერმა და კვლევითმა კომპანია Chainalysis-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-თან პარტნიორობას იწყებს.

Binance-ი ამჟამად მსოფლიოში მოცულობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟაა და ის განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. ამასთანავე, Binance-ი ვალდებულია შეასრულოს ყველა ქვეყნის მარეგულირებლის მოთხოვნა, რომელიც ფულის გათეთრებასა და მომხმარებლის შემოწმებას ითვალისწინებს.

Chainalysis-ი ამ პროცესს აადვილებს. კომპანია რეალურ დროში მონიტორინგს ახდენს, რისი საშუალებითაც მარტივად დგინდება ტრანზაქციის წარმომავლობა.

ამასთანავე, პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შემოწმების მექანიზმი “იცნობდე შენს მომხმარებელს” კრიპტობირჟამ ჯერ კიდევ აპრილში დანერგა.

“ნებისმიერი მასშტაბის კრიპტოვალუტის ბიზნესი ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას. მან მარეგულირებლის, ფინანსური ინსტიტუტებისა და მომხმარებლების ნდობა უნდა მოიპოვებს”,-განაცხადა Chainalysis-ის თანადამფუძნებელმა ჯონთან ლევინმა.

“ჩვენ ველოდებით, რომ Binance-ი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების შექმნით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იქნება. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ გლობალურ დონეზე მარეგულირებლების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს”,- აღნიშნულია პრეს-რელიზში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი