უდიდესი სავაჭრო ბირჟა Binance დეცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმას ქმნის

0
1140

ვაჭრობის მოცულობით ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Binance-მა განაცხადა, რომ ის ოფიციალურად ავითარებს საჯარო Blockchain-ს, რათა შეიქმნას ახალი დეცენტრალიზებული ბირჟა.

Binance-ის ხედვა ასეთია: “უახლოეს მომავალში ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟები ერთად იარსებებენ”.

Binance-ს სურს Binance Chain-ის განვითარება, რომელიც Blockchain-ის აქტივების გადაცემასა და ვაჭრობაზე იქნება ორიენტირებული.

“ჩვენ გვჯერა, რომ მუდმივი მხარდაჭერა მაღალი ხარისხის Blockchain პროექტებისა არის საუკეთესო გზა ამ ინდუსტრიის განსავითარებლად”,-ნათქვამია კომპანიის გაცხადებაში.

როგორც ცნობილი გახდა, Blockchain-ზე დაფუძნებული Binance Coin-ის გამოშვებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟები საზოგადოებისთვის ახალ და უცნობ პლატფორმას უკვე აღარ წარმოადგენს.

დეცენტრალიზებული ვაჭრობა განსხვავდება ცენტრალიზებული ვაჭრობისგან. დეცენტრალიზებული ვაჭრობის დროს მომხმარებელს საკუთარი კაპიტალის დასაცავად არ სჭიდება მესამე მხარის მომსახურეობა. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი სხვა მომხმარებლებთან ერთად ტრანზაქციას რომელიმე ქვეყნის ცენტრალური სერვერის საჭიროების გარეშე ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი