ანალიტიკოსები: ალტკოინების კურსი საგრძნობლად გაიზარდა
ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 95 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 101 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 92 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 101 დოლარზე დაიხურა. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 136 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა…
