publisher

    საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთობლივი ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავენ

    არაბეთის საამიროების ცენტრალურმა ბანკმა და საუდის არაბეთის საფინანსო ორგანომ განაცხადეს, რომ ბანკებს შორის ტრანზაქციისთვის გამოსაყენებელ ციფრულ ვალუტას Aber-ს შექმნიან. ბანკების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ Aber-ის გამოყენება ლეჯერ ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. ბანკები განმარტავენ, რომ ციფრული ვალუტის გამოშვება მიზნად ისახავს: “…თანამედროვე ტექნოლოგიების და მათი შესაძლებლობების შესწავლას პრაქტიკული გამოყენების გზით. ასევე მნიშვნელოვანია საფინანსო სფეროზე მათი გავლენის შესწავლაც, რათა…

    Read More

      28 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

      ორშაბათს, 28 იანვარს ციფრული ვალუტების ბაზარი საგრძნობლად შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ფასებმა რყევა განიცადა და ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზები გამართლდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა 3% დაკარგა. ფასის ასეთმა შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 3.500 დოლარს ჩამოსცდა. ბიტკოინის კურსის შემცირება წინა კვირასაც დაფიქსირდა. თუმცა მაშინ ფასმა ოდნავი ცვლილება განიცადა და დაახლოებით 3.500-სა და 3.670 დოლარს…

      Read More

        სამხრეთ კორეის კრიპტობირჟები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან

        სამხრეთ კორეის ოთხი მსხვილი ციფრული ვალუტის ბირჟის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიპტობირჟები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფს შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Korea Herald-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის საინფორმაციო გამოშვების Yonhap-ის ინფორმაციის მიხედვით კი Bithumb-მა, Upbit-მა, Korbit-მა და Coinone-მა ცხელი ხაზი აამუშავეს. ცხელი ხაზის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ. მეორე მხრივ, კი…

        Read More

          იტალიის მარეგულირებელმა ერთ-ერთი კრიპტო კომპანია შავ სიაში დაამატა

          იტალიის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტო კომპანია Togacoin-ი თაღლითობასთან დაკავშირებულ შავ სიაში დაამატა. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ კომპანია შავ სიაში შეტანამდე გააფრთხილა. აღსანიშნავია, რომ Togacoin-ის შავ სიაში შეტანა კომპანიის იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. მარეგულირებლის ვებ-საიტი ასევე ხაზს უსვამს კომპანიის გეგმებს ახალი თაობის მაინინგის ტექნოლოგიების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტექნოლოგია შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და გაცილებით…

          Read More

            Belarusbank-ის ბორდის თავმჯდომარე: ბანკი ციფრულ ინდუსტრიაში უნდა ინტეგრირდეს

            ბელარუსის უმსხვილესი ბანკი, Belarusbank-ი კრიპტოვალუტის ბირჟის შექმნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო BelTA ავრცელებს. ბანკის ბორდის თავმჯდომარის ვიქტორ ანანიჩის განცხადებით, კრიპტობირჟის შექმნის შესახებ კონკრეტული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თავმჯდომარის თქმით, Belarusbank-ისთვის 2019 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი დიგიტალიზაციის საკითხი იქნება. როგორც ცნობილია, დღესდღეობით ბანკი მუშაობს მობილური ოპერატორებით, რომელთა მიზანია გააფართოონ მომსახურება. კერძოდ, ბანკი გეგმავს ვირტუალური…

            Read More