28 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1586

ორშაბათს, 28 იანვარს ციფრული ვალუტების ბაზარი საგრძნობლად შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ფასებმა რყევა განიცადა და ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზები გამართლდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა 3% დაკარგა. ფასის ასეთმა შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 3.500 დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის კურსის შემცირება წინა კვირასაც დაფიქსირდა. თუმცა მაშინ ფასმა ოდნავი ცვლილება განიცადა და დაახლოებით 3.500-სა და 3.670 დოლარს შორის მოძრაობდა.

28 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის კურსი დაახლოებით 3.452 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება რიპლის: კრიპტოვალუტის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 6%-ზე მეტით შემცირდა. ალტკოინისთვის ეს ძალიან დიდი დანაკარგია, რადგან რიპლის ფასი 0.33 დოლარის ზღვარს ჩამოსცდა და უკვე 0.29 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 112.3 მილიარდი დოლარს ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი