publisher

    პირველ თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    პირველ თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. ეს ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების კურსის განსაკუთრებული ცვლილებები არ დაფიქსირებულა. კრიპტოვალუტების ფასების მომატების ძირითადი პროცენტული მაჩვენებლები 0.33%-დან 7%-მდე მერყეობდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული ცდილობდა, რომ 3.500 დოლარის ნიშნულს მიახლოვებოდა. გუშინდელ დღესთან შედარებით დღეს ბიტკოინის კურსი ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტის ფასი დღის ბოლოს 3.491 დოლარზე დაფიქსირდა….

    Read More

      ვაიომინგის შტატის ახალი კანონი კრიპტოვალუტის შესახებ პირველი მარტიდან შევა ძალაში

      ვაიომინგის შტატმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას იძლევა კრიპტოვალუტის სტატუსი ისეთივე გახადოს, როგორიც აქვს ტრადიციულ ვალუტას. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პირველ რიგში კრიპტოვალუტის კლასიფიცირებას გულისხმობს. თვის დასაწყიში კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტა სამ კატეგორიად განიხილებოდა, ესენია: ციფრული სამომხმარებლო აქტივი, ციფრული ფასიანი ქაღალდი და ციფრული ვალუტა. ნებისმიერი კატეგორიის ციფრული აქტივები, რომლებიც ამ კატეგორიებში…

      Read More

        SBI Holdings-ის ფინანსური ანგარიში: რიპლის საერთაშორისო გადარიცხვების დიდი პოტენციალი აქვს

        იაპონიის საფინანსო გიგანტმა SBI Holdings-მა ცხრა თვის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით სრულდება. საინტერესოა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიპლის საერთაშორისო გადარიცხვების პოტენციალი ცალკე არის აღნიშნული. SBI ხაზს უსვამს, რომ რიპლი და Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია, რათა გლობალური სტანდარტი ფინანსური ოპერაციებისთვის უზრუნველყოფილი იყოს. გლობალურ სტანდარტებში საერთაშორისო გადახდები და სავაჭრო ფინანსები…

        Read More

          სამხრეთ კორეის მთავრობამ Blockchain-ის სამუშაო ჯგუფი შექმნა

          სამხრეთ კორეის მთავრობამ სეულში Blockchain ტექნოლოგიის გუნდი შექმნა, რომელიც ადმინისტრაციულ სამსახურებში ტექნოლოგიის გამოყენების საკითხს შეისწავლის. ანგარიშის თანახმად, სამუშაო ჯგუფის წევრები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურში, მათ შორის ონლაინ საარჩევნო სისტემებში, Blockchain-ის დანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლიან. უფრო კონკრეტულად კი, სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ინტეგრირებული მართვის სისტემის, ციფრული დოკუმენტების გადამოწმებისა და კონტრაქტის გაფორმების სისტემის შექმნას. სამუშაო ჯგუფი 100 თანამშრომლისგან…

          Read More

            იტალიის ფოსტა Blockchain საზოგადოებას შეუერთდა

            იტალიის საფოსტო სერვისის პროვაიდერი, Poste Italiane Blockchain საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის Poste Italiane-სა და Linux Foundation-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain და ლეჯერ ტექნოლოგიებისთვის ღია სტანდარტების შექმნას. საფოსტო სერვისის პროვაიდერმა პრესრელიზში აღნიშნა, რომ პროექტი 2020 წლისთვის განხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მონაცემთა დაცვაზე. ამასთან დაკავშირებით, Poste Italiane აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგია…

            Read More