20 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა
ოთხშაბათს, 20 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განაგრძობდა. ზრდის ტენდენცია კვირის დასაწყისიდანვე შეინიშნებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებლებით იზრდება. ბოლო 4 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 4.000 დოლარის ბარიერს მიუახლოვდა. დღესდღეობით კაპიტალიზაციის მაჩვენებლით პირველი კრიპტოვალუტის კურსი 3.971 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დღევანდელი ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 69.7 მილიარდ დოლარს შეადგენს….
