სტივ ვოზნიაკმა Blockchain ტექნოლოგიის პლატფორმაში ინვესტიცია განახორციელა
Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა Blockchain ტექნოლოგიაში ინვესტიცია განახორციელა. სტივ ვოზნიაკი ენერგოეფექტური კომპანიის Efforce-ის თანადამფუძნებელი გახდა. კომპანიის მთავარი ოფისი კი მალტაზე მდებარეობს. კომპანია ვოზნიაკმა ჯაკობო ვისეტისთან ერთად დააფუძნა. როგორც ცნობილია, ჯაკობო ვისეტი განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის სექტორში მუშაობს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანია უზრუნველყოფს Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მიმართულია ენერგოეფექტურ ინდუსტრიაზე. “Blockchain პლატფორმა აღიარებული უნდა…
