publisher

    კრიპტოვალუტის ბაზარი გაზრდილია

    უკანასკნელი რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. 31 იანვარს ბიტკოინის ფასმა 9.200 დოლარამდე მოიმატა. დღის ბოლოს კი ფასის ნიშნული 9.307 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მიუხედავად ამისა, ფასის მცირე კლებაც დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1.87%-ით შემცირდა. ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 170 მილიარდი დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი ციფრული ვალუტების ჩამონათვალში კაპიტალიზაციის…

    Read More

      იაპონიის ცენტრალური ბანკის მმართველი: ინსტიტუტი მზად უნდა იყოს სიახლის დასანერგად

      იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი მზად უნდა იყოს ციფრული ვალუტის გამოსაცემად. “ტექნიკური სიახლეების მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ვფიქრობ, ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოცემის მოთხოვნა საოზგადოებაში ნელ-ნელა გაიზრდება. თუკი ეს მოხდება, ჩვენ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რეაგირებისთვის”,- განაცხადა მასაოში ამამაიამ. ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა იაპონიის ცენტრალური ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების…

      Read More

        ენდრიუ იანგი: საჭიროა გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები მარეგულირებელი სისტემა

        ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენდრიუ იანგმა მოახლოებული არჩევნების წინ აიოვას შტატის მაცხოვრებლებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციასაც შეეხო. ენდრიუ იანგის თქმით, საჭიროა კრიპტო აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული წესებისა და მითითებების გამჭვირვალე სისტემის შექმნა. ”ჩემი პრიორიტეტი მკაფიო და გამჭვირვალე წესების შემოღება იქნება, რათა ყველამ იცოდეს, თუ სად და როგორ შეიძლება უსაფრთხოდ…

        Read More

          კონგრესმენი: ინოვაციის განვითარება არ უნდა შევაფერხოთ

          რამდენიმე დღის წინ გამართულ კონგრესის მოსმენაზე ტომ ემერმა განაცხადა, რომ ციფრული გადასახადების სისტემის კრიტიკამ შესაძლოა, ინოვაცია შეაფერხოს. კონკრეტულად მოსმენა ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით გადასახადების გადახდის საკითხს. “ჩვენ გვაქვს შესანიშნავია გარემო. ამ სფეროში მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ საგადასახადო პროცესების გაიოლებას. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ სამეწარმეო სულის ჩახშობასა და პროგრესის შეფერხებას”,- აღნიშნა ტომ ემერმა….

          Read More

            კამბოჯას ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

            მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამბოჯა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ ციფრულ ვალუტას “ბეიკოგს” უწოდებენ. “ბეიკოგი” კამბოჯას საგადასახადო სივრცეში მთავარ როლს შეასრულებს. ციფრული ვალუტის გამოყენებით მომხმარებლებს უნდა გაუადვილდეთ გადასახადების გადახდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ციფრული ვალუტა ქვეყნის საგდასახადო სისტემას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური…

            Read More