Apple Pay-მ და Google Pay-მ რუსული ბანკების მხარდაჭერა შეაჩერეს

    რამდენიმე რუსულ ბანკს, რომლებსაც სანქციები დაეკისრა უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, ვეღარ დაუჭერს მხარს ისეთი გადახდის სერვისები, როგორიცაა Apple Pay და Google Pay.

    რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი, VTB-ი, ისევე როგორც სხვა ბანკები, როგორიცაა Sovcombank-ი, Otkritie, Novikombank-ი და Promsvyazbank-ი, იმ კომპანიების სიაშია, რომლებსაც აშშ-ს მიერ აქვთ სანქციები დაწესებული.

    “ამ ბანკების მიერ გაცემული სადებეტო და საკრედიტო ბარათების მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ Apple Pay-სა და Google Pay-ს გამოყენებას”,- ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

    ზოგიერთ სანქცირებულ რუსულ ბანკს ასევე ექმნება პრობლემები Apple Store-თან და Google Store-თან.

    აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში Apple-მა თავისი iPhone-ისთვის Tap to Pay-ის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც მფლობელის სმარტფონს ბიზნესისა და ვაჭრობისათვის მოსახერხებელს ხდის.

    Apple-ის განცხადებით, Tap to Pay ფუნქციას Apple Pay-ზე უკონტაქტო საკრედიტო და სადებეტო ბარათებსა და სხვა ციფრულ საფულეებზე გამარტივებული წვდომა ექნება.

    ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც Coinbase Card-ს, Crypto.com-ის Visa Card-ს ან მსგავს გადახდის ბარათებს იყენებენ, Tap to Pay-ის საშუალებით კრიპტოვალუტის გამოყენებას გადახდებისათვის შეძლებენ.

    სავარაუდოდ, რუსეთში ეს ფუნქციაც დაიბლოკება.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *