Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი: Amazon-ს ადრე თუ გვიან, ალტკოინის შექმნა მოუწევს

0
766

კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია Amazon-ს არ შეუძლია თავი აარიდოს საკუთარი ალტკოინის შექმნის საკითხს.

ეს ინფორმაცია კი მან Twitter-ზე გაავრცელა.

ინტერნეტ ბიზნეს სექტორის უფრო ფართო განხილვაზე საუბრისას, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ Amazon-ის მიერ კრიპტოვალუტის შექმნა რეალურია. ჩენგპენგ ზაო უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელი დირექტორია.

უნდა აღინიშნოს, რომ Amazon-ს Blockchain ტექნოლოგიის ფორმირების მცდელობა ჰქონდა. თუმცა ციფრული ვალუტის საკითხი კვლავ კულუარებში რჩება.

მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ Amazon-ი კრიპტოვალუტის გამოშვების საკითხზე მუშაობს. ასეთი ტიპის ინფორმაციას მიეკუთვნებოდა ნიუსი, როდესაც პრესაში დაიწერა, რომ კომპანიამ ბიტკოინით გადახდა დაუშვა.

“არ მესმის, ნებისმიერმა ინტერნეტ ბიზნესმა რატომ არ უნდა დაუშვას კრიპტოვალუტით გადახდა. უფრო ადვილია, უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ტრადიციული გადახდის სისტემა”,- დაწერა ჩენგპენგ ზაომ Twitter-ზე.

“Amazon-ს ადრე თუ გვიან, ციფრული ვალუტის შექმნა მოუწევს”,- იქვე დაამატა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი