Google-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამის განთავსება კვლავ შესაძლებელი იქნება
Google-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიამ ოქტომბერში თავისი სარეკლამო პოლიტიკის განახლება გადაწყვიტა, რაც გულისხმობს იმას, რომ Google-ის პლატფორმაზე კრიპტობიზნესის რეკლამა კვლავ განთავსდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრიდან Google-ი დაუშვებს რეგისტრირებული კრიპტოვალუტის ბირჟების რეკლამის განთავსებას Google AdWords-ის პლატფორმაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სამიზნე აუდოტორია აშშ და იაპონიაა. “კლიენტებს სერთიფიკატის წარდგენისთანავე შეეძლებათ რეკლამის განთავსება”,-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამა წლის მარტში…