24 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1771

ორშაბათს, 24 სექტემბერს კრიპტოვალუტების ფასები და მათ შორის ეთერიუმის კურსი მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმმა ახლახანს დაიწყო ფასის ზრდა მოულოდნელად ისევ კურსის შემცირებისკენ წავიდა.

გუშინ, ეთერიუმის კურსი წინა დღესთან შედარებით 5%-ით იყო შემცირებული. მას შემდეგ, რაც 22 სექტემბერს ეთერიუმის ფასმა 250 დოლარი შეადგინა, გუშინ ალტკოინის კურსი 240-სა და 230 დოლარს შორის მერყეობდა.

ამასთანავე, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია გუშინ 24 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კვირის განმავლობაში ეთერიუმის მოგება 6%-ზე მეტი იყო, ხოლო თვის განმავლობაში დანაკარგი 15%-ია.

ეთერიუმის მსგავსად ბიტკოინის კურსიც შემცირდა. ბიტკოინის ფასმა 2%-იანი კლება განიცადა და ღირებულებამ 6.613 დოლარი შეადგინა. ბიტკოინის კურსი კვირის განმავლობაში 1.7%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის განმავლობაში ფასის მხოლოდ 1%-იანი კლება ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 24 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 219 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი