აშშ-ს სენატი კენჭისყრის დროს Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

0
1751

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის შემუშავებას გეგმავს, რათა სენატმა დისტანციური კენჭისყრა შესძლოს.

დისტანციური კენჭისყრა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონგრესის ორივე პალატა ყოველთვის პირადად ეცნობოდა საქმის წარმოებას, მათ შორის კომიტეტის მოსმენებს, განხილვას და ამის შემდეგ ხმის მიცემის პროცედურას აწარმოებდა.

ამ ეტაპზე კი არცერთ პალატას არ აქვს გეგმა, რათა დისტრანციურად შესძლოს ამ ფუნქციების შესრულება.

ამასთანავე, სენატის თანამშრომლების მემორანდუმი ირწმუნება, რომ Blockchain-ს შეუძლია ორივე კენჭისყრა უსაფრთხოდ გადასცეს და ასევე შეამოწმოს ხმის მიცემის პროცედურის გამართული მუშაობა. ეს იქნება მარტივი, ეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო პროცედურა.

”Blockchain ტექნოლოგიას ტრანზაქციებისთვის უსაფრთხო და გამჭვირვალე გარემოს შექმნა შეუძლია. ყველა ხმა “თავისუფალი ელექტრონული ჩანაწერი” იქნება”,- ნათქვამია დოკუმენტში.

კონგრესის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ Blockchain-ის მსგავსი სისტემა 2019 წელს კენჭისყრის დროს ესტონეთმა უკვე გამოიყენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი