პირველ მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1172

ბოლო ორი დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი მერყევია. თუმცა ციფრული ვალუტის ფასების ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

ბიტკოინის ფასი 7.900 დოლარიდან 9.000-მდე გაიზარდა. თუმცა პირველ მაისს კურსი 8.820 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსმა 8.200 დოლარამდე დაიწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს მომდევნო დონე 9.400 დოლარი იქნება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუკი კრიპტოვალუტა 9.000 დოლარის ნიშნულს დასძლევს მომდევნო დონე 9.400 დოლარი იქნება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსმაც მოიმატა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

გუშინდელი მონაცემებით ეთერიუმის კურსის ნიშნული 213 დოლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 248,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი