ჩარლი შრემი: ბიტკოინის ფასი გაიზრდება

0
1455

Blockchain კვირის ფარგლებში კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა, ჩარლი შრემმა ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკთა.

მისი თქმით, მომდევნო ერთიდან ორ წელიწადში ბიტკოინის ფასი მკვეთრად მოიმატებს.

2011 წელს ჩარლი შრემმა BitInstan-ი დააფუძნა. კრიპტოვალუტის ბირჟა ბიტკოინით ვაჭრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის იანვარში, ჩარლი შრემი დააპატიმრეს 1 მილიონი დოლარის მითვისების ფაქტზე. მის საქმეში თაღლითური ოპერაციებიც არის ნახსენები.

აპრილის დასაწყისში მედიასთან ინტერვიუს დროს ეკონომისტმა ჯონ ვეზმა განაცხადა, რომ ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, თუ შექმნილი კრიზისის დროს როგორი რეაგირება ექნება მთავრობას.

ჯონ ვეზი ასევე ხაზს უსვამს პანდემიის დროს კრიპტოვალუტების ფართომასშტაბიანი გამოყენების მნიშვნელობას.

მოკლევადიან პერიოდში, ჯონ ვეზი ბიტკოინის კურსის დაცემას არ პროგნოზირებს. მისი აზრით, ციფრული ვალუტის ბაზარზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მაგრამ ფასის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი მაინც არ არის.

ეკონომისტი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ პანდემიის დროს ფასები არასტაბილური გახდა. თუმცა ჯონ ვეზი ამ ფონზე ციფრულ ვალუტას უსაფრთხო აქტივად მიიჩნევს.

”უცნაურია ის, რომ აშშ დოლარი განიხილება, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი. ვფიქრობ, რომ ახლა ეს არის ყველაზე ცუდად მართული აქტივი”,- აცხადებს ჯონ ვეზი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი