კაიმანის კუნძულები კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მუშაობს

0
1726

კაიმანის კუნძულები კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხზე მუშაობს. საქმე ეხება მარეგულირებელი წესების შემუშავებას და ციფრული ვალუტის ბირჟების რეგისტრაციის საკითხს.

28 აპრილს კაიმანის კუნძულების საკანონმდებლო ასამბლეამ გამოაქვეყნა კანონმდებლობის ხუთი ახალი ნაწილი, რომლებიც არეგულირებს კრიპტო ბიზნესებს – განსაკუთრებით კი ბირჟებს.

ციფრული აქტივების მომსახურების მიმწოდებელი კანონპროექტი ადგენს განმარტებებს და რეგისტრაციის მოთხოვნებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიპტო სერვისებს, მათ შორის ვაჭრობას, დეცენტრალიზებულ ფინანსურ ოპერაციებს და ა.შ.

ამ კანონპროექტის თანმდევი მოვლენები იქნება ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების ფინანსური კანონმდებლობის ცვლილებაც.

კანონმდებლობის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღწერილია შემოთავაზებული სისტემა, როგორც მოქნილი საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიის განვითარებას:

”შემოთავაზებული სისტემა მოიცავს ფულის გათეთრების წინააღმდეგ დაკავშირებულ ოპერაციებს. ეს რეკომენდაციები კი 2019 წელს ციფრული ვალუტის საკითხზე მომუშავე ჯგუფმა მიიღო”.

პრესრელიზში ასევე არის აღნიშნული, რომ ყველა ციფრული ვალუტის ბირჟა ვალდებული იქნება ლიცენზიისთვის საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი