ევროკავშირის ციფრული ვალუტის მარეგულირებელთა ჯგუფი შემდეგ კვირას შეხვედრის გამართვას აპირებს. შეხვედრაზე დისკუსია, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტების ირგვლივ გაიმართება.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრას დაესწრებიან, როგორც ცენტრალური ბანკების ისე, ციფრული ბაზრის წარმომადგენლები.
“მე ვიქნები 26 თებერვალის მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე. კომისიამ მოიწვია მთავრობის წევრები, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები და ასევე, კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლები, რათა ყველამ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. დისკუსია მიზნად ისახავს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ გრძელვადიანი ტენდენციების განხილვასა და ასევე, შემოწმებას, თუ რამდენად მიზანშეწონილია მიმდინარე რეგულაციები”,-განაცხადა ვალდის დომბროვსკისიმ.
ციფრული ვალუტის საკითხის დროში გახანგრძლივება, ამ შემთხვევაში, ნაკლებად მნიშნელოვანია. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ზოგიერთ ლიდერ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიას კრიპტოვალუტის საკითხის ირგვლივ გაცილებით მეტი დისკუსიის გამართვა მოუწიათ.
ორშაბათის “მრგვალი მაგიდა” ასევე, განიხილავს აშშ-ს კანონმდებლებსა და კრიპტოვალუტის კომპანიებს შორის არსებულ დისკუსიას, რომელიც ბაზრის გაფართოებას ეხება.(თუმცა, სხვა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება).
შესაძლებელია, რომ მრგვალი მაგიდაზე მყოფ ზოგიერთ ლიდერს მყარი პოზიცია გააჩნდეს რეგულაციებთან დაკავშირებით რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია თვის დასაწყისში სამი მთავარი ბაზრის მეთვალყურის, ევროპის ფასიანი ქაღალდების, ევროპის ბანკისა და ევროპის სადაზღვეო ორგანიზაციის გამაფრთხილებელი განცხადებებით.
დაესწრებიან თუ არა შეხვედრას ამ კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე უცნობია.