ფილიპინების ციფრულ სექტორში კრიპტო თაღლითური სქემა გამოამჟღავნეს

0
1487

ფილიპინების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ თვის განმავლობაში უკვე მესამე კრიპტოვალუტის თაღლითური სქემა გამოამჟღავნა.

სქემას “მილიარდი მონეტა” ეწოდება.

კომისია ინვესტორებს კვლავ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

აპრილის დასაწყისში მედიით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაში ბიტკოინი იყო გამოყენებული.

სქემას Bitcoin Revolution-ი ერქვა. თაღლითები ირწმუნებოდნენ, რომ ინვესტორებს დღეში 300%-იანი მოგების ნახვა შეეძლოთ.

ჯერ კიდევ 2019 წელს ფილიპინების მარეგულირებელმა ციფრული აქტივებისთვის ახალი წესები შემოიღო.

ახალი რეგულაციების შემოღება ქვეყნის Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანოს დაეკისრა. ახალი წესები შემოღებული იყო იმისთვის, რომ განვითარებულიყო კრიპტოვალუტის ინდუსტრია და ამასთანავე, დაეცვა ინვესტორებიც.

Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანო მთავარი მარეგულირებელი უწყება გახდა.

“ჩვენი ამოცანა არის მკაფიო წესების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ განვითარებას. აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეკოსისტემაში ინვეესტორთა სათანადო დაცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებლის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები ციფრული აქტივის სექტორს კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებს ტრადიციულ საფინანსო ინსტიტუტებთან”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი