რეი დეილიო: უნდა ვიფიქროთ ციფრული ვალუტის აქტიურ გამოყენებაზე

0
1421

Bridgewater Associates– ის თანათავმჯდომარემ, რეი დეილიომ ბიტკოინის შესახებ მედიასთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს აშშ დოლარი სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

ინტერვიუს დროს რეი დეილომ განაცხადა, რომ კორონავირუსმა ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს ფაქტი მხოლოდ ამერიკას არ ეხება. გარკვეული ფინანსური კრიზისი ყველა სახელმწიფოს შეექმნა.

”ამ ეტაპზე ფულადი სახსრები თითქმის ყველაზე ცუდი ინვესტიციაა. დადგა დრო, რომ ვიფიქროთ ალტერნატიულ საშუალებაზე, ისეთზე როგორიც არის ბიტკოინი”,- განაცხადა რეი დეილოომ.

რამდენიმე დღის წინ ტექ.-ანალიტიკოსმა, ტიმ დრეიპერმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ბიტკოინზე და ზოგადად კრიპტოვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

“ეს ნამდვილად საინტერესო დრო იქნება, როდესაც ხალხი დასვამს კითხვას, თუ რატომ არ ვიყენებთ ბიტკოინს?! არადა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვალუტა, რომელიც ყველასთვის მისაღებია და ამასთანავე, ეკონომიკის ნაწილიც არის. ციფრული ვალუტა ღია, გამჭვირვალე და გლობალური მოვლენაა”,-აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ტიმ დრეიპერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი