კორონავირუსმა ცენტრალურ ბანკებს შესაძლოა, ციფრული ვალუტის გამოშვებისკენ უბიძგოს

0
1338

COVID-19-ის პანდემია მსოფლიო ეკონომიკას პრობლემას უქმნის, მაგრამ კრიპტო სექტორის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, კრიპტოვალუტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყოს.

ამავე კონტექსტში განიხილება ცენტრალური ბანკების მხრიდან ციფრული ვალუტების გამოშვება. ამავდროულად, ზოგიერთი ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებისას საკუთარ შანსს აფასებს.

კორონავირუსული პანდემიის მიმდინარე პროცესი აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხს. ეს კი ნიშნავს, რომ ფულადი სახსრების გავრცელების რისკი ხელისუფლებას ციფრული ალტერნატივის განსახილველად უბიძგებს.

Deutsche Bank-ის მრჩეველი, მერიონ ლაბუერი ირწმუნება, რომ მთავრობები ფულადი სახსრების მიღებას განიხილავენ, როგორც ინფექციის რისკის პოტენციურ ფაქტორს. ეს კი ალბათ, ციფრული ვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

სამხრეთ კორეა, ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა გავრცელების ფართომასშტაბიანი სახე მიიღო ქაღალდის ფულის ალტერნატიულ საშუალებაზე მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ საპილოტე პროგრამა უკვე დაიწყო.

ამ ეტაპზე ასევე ცნობილია, რომ გაერთიანებული სამეფოში გასულ თვეში ფულადი სახსრებისა და ბანკომატების მოხმარება 50%-ით შემცირდა.

ყველა ეს ცნობა იძლევა იმის საფუძველს, რომ პანდემიის დროს შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსავალი შესაძლოა, ციფრული ვალუტა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ფულადი სახსრების მოხმარება პანდემიის დროს შემცირებულია, რადგან არსებობს ქაღალდის ფულით ვირუსის გავრცელების საფრთხე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი