რუსეთში კორონავირუსის გამო კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ განხილვა გადადეს

0
1379

მრავალი შეფერხების შემდეგ რუსეთში კორონავირუსის გამო ციფრული ვალუტის შესახებ მოსმენა ისევ გადაიდო.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარე, ანატოლი აქსაკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის კანონპროექტს „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ”- საბოლოო სახე მიღებული აქვს, მაგრამ კანონი 2020 წლის გაზაფხულის ბოლომდე არ მიიღება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით 2018 წლის იანვრიდან მსჯელობს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო RBC-ს მიერ გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტის შეფერხება გამოწვეული იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უთანხმოების გამო.

ანატოლი აქსაკოვი ასევე აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგებოდა კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას, მაშინ როდესაც სახელმწიფო სათათბირო მხარს უჭერდა გარკვეულ კრიპტო ინიციატივას.

შეგახსენებთ, რომ მარტში მედიით გავრცელდა რუსეთის ცენტრალური ბანკის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ალექსი გუზნოვის კომენტარი.

მედიასთან საუბრის დროს ალექსი გუზნოვი აღნიშნავდა, რომ მოქმედი კანონი პირდაპირ არ კრძალავდა კრიპტოვალუტის გაცემასა და მიმოქცევას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი