საფრანგეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობას იწყებს

0
1831

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ გეგმის განხორციელებას იწყებს.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის ბანკი დღეს ოფიციალურად იწყებს ექსპერიმენტების პროგრამას, რომელიც ბანკის ციფრული ვალუტის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული.

საფრანგეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს გამოყენების შესახებ ექსპერიმენტის ჩატარებას იწყებს. ექსპერიმენის მიზანია შეისწავლოს ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებელი და ასევე შეაფასოს საფრთხე.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროპაში Blockchain-ზე დაფუძნებული ანგარიშსწორების სისტემა მოითხოვა, ბანკის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მეირმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა განიხილოს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა.

ჰელსინკში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ბრუნო ლე მეირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი სერიოზულად განიხილავს ევროპული საჯარო ციფრული ვალუტის პოტენციალს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი