იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლისთვის კრიპტოვალუტით დონაცია განხორციელდება

0
1701

იტალიის წითელი ჯვარი და Colli Albani-ს კომიტეტი შემოწირულობას ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტაში განახორციელებენ, რომელიც მიმართული იქნება ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.

კამპანიის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ეტაპზე მთავარია, რომ ფონდმა მინიმუმ 10.000 ევროს შეგროვება მოახერხოს, რათა აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინოს.

Colli Albani-ს კომიტეტის პრეზიდენტმა, ბრუნო პიეტროსანტიმ განაცხადა, რომ მათ სურთ ჰოსპიტალებში პაციენტების რაოდენობა შეამცირონ. თავად მოაწყონ საკარანტინო ზონები, რომლებიც პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტი, როგორიცაა ბიტკოინი, დაგვეხმარება ვიპოვოთ აუცილებელი ეკონომიკური რესურსები, რომელთა სხვა წყაროდან მიღება ამ მომენტში რთულია”,-აღნიშნა ბრუნო პიეტროსანტიმ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 150-ზე მეტ სახელმწიფოშია გავრცელებული. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 368 ადამიანი გარადაიცვალა. ამჟამად იტალიაში COVID-19-ით 25 ათასი ადამიანია ინფიცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი