ნიუ-ჯერსის შტატი ახალ კანონპროექტზე მუშაობს

0
1385

ნიუ-ჯერსის შტატი ახალ კანონპროექტზე მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით, ციფრული ვალუტის ბიზნესს სათანადო ლიცენზიის მიღება მოეთხოვება.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, პარლამენტარმა ივონ ლოპესმა ციფრული აქტივების და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა.

კანონპროექტის თანახმად, კრიპტო ბიზნესმა იურიდიული რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ მიიღოს ლიცენზია და უკვე ამ პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყებს ოპერირებას.

ამასთანავე, აუცილებელი პირობაა, რომ ბიზნესს ჰქონდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებული ზომები.

2019 წლის დეკემბერში მედიით ცნობილი გახდა, რომ ნიუ-ჯერსის შტატის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტოვალუტის თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

ეჭვმიტანილები 722 მილიონი დოლარის ქურდობისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ისინი თანხის უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, დამნაშავეები ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. მათ ბრალად ედებოდათ ფინანსური თაღლითობა, რაც მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი