ჩინეთის ეროვნული კონგრესის კომიტეტმა 26 ოქტომბერს კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით ახალი მარეგულირებელი კანონი მიიღო. ცნობილია, რომ კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი მარეგულირებელი სისტემა მიზნად ისახავს კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, რომელიც ძირითადად უსაფრთხოებას ეხება.
ახალი მარეგულირებელი სტრუქტურა წარმართავს კრიპტო სფეროს და შესაბამისად, ითავსებს ინდუსტრიის ხელმძღვანელის როლს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ცენტრალურიმა ბანკმა საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნა. თუმცა კრიპტოვალუტის გამოშვების კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
როგორც ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთი, Global Times-ი წერს, ჩინეთის სახალხო ბანკი აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი მზად არ არის ახალი ფინანსური აქტივის გამოსაშვებად.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტის კვლევას დიდ ყურადღებას უთმობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა რისკების კვლევა, ტესტირება და შედეგების შეფასება.
“ჩინეთის სახალხო ბანკის კვლევამ და ციფრული ვალუტის განვითარებამ მიაღწია პროგრესს, მაგრამ ქვეყანას ჯერ არ აქვს ციფრული ვალუტის ამოქმედების გრაფიკი”, – განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.