ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარი გაიზარდა.
დღის განმავლობაში, რამდენიმე საათის მანძილზე ბიტკოინმა მოახერხა კურსის 400 დოლარით გაზრდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე კვირის შემდეგ ფასი შედარებით დასტაბილურდა. რამდენიმე დღის წინ ბიტკოინის ფასი 8.200 დოლარზე დაბლა იყო მოქცეული.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ბიტკოინის წილი 66.7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის ფასთან ერთად ეთერიუმის კურსიც გაუმჯობესდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 7%-ით გაიზარდა.
ეს ნიშნავს, რომ ალტკოინის კურსის ნიშნული 180-სა და 190 დოლარს შორის მოძრაობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი 188 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსების თქმით, ეთერიუმს აქვს შესაძლებლობა კურსი 222 დოლარამდე გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 228 მილიარდ დოლარს შეადგენდა.