ტიმ დრეიპერი: ბიტკოინს საბაზრო წილის 5% ექნება

0
1462

ტექ.-ანალიტიკოსი ტიმ დრეიპერი აცხადებს, რომ ბიტკოინთან დაკავშირებული პროგნოზი საზოგადოების მხრიდან არასწორად იქნა აღქმული.

მისი აზრით, ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მალე მიაღწევს. თუმცა, საინტერესოა, როდის დაფიქსირდება ბიტკოინის ფასის ნიშნული ასეთ მაღალ დონეზე.

ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება. ტიმ დრეიპერი იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შექმნილი მცირე შეფერხებების ფონზე ფასის ზრდა შეფერხებულია.

”ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კიდევ ბევრი კონკურენტი იარსებებს, რომლებიც აქტუალობას ნამდვილად არ კარგავენ. თუმცა ხალხი ბიტკოინის გარშემო გაერთიანდება, რადგან ეს არის სანდო დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა”,- აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.

Blocktv–სთან ინტერვიუს დროს, ტიმ დრეიპერმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ.

“250.000 აშშ დოლარი ნიშნავს, რომ ბიტკოინს ექნება სავალუტო სამყაროს დაახლოებით 5%-იანი საბაზრო წილი და მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინმა შეიძლება ეს მოახერხოს”,-განაცხადა ტექ.-ანალიტიკოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი