ინდოეთში მოღვაწე სავაჭრო ორგანიზაცია კრიპტოვლუტის აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის

0
1718

ინდოეთში მოღვაწე მსხვილმა სავაჭრო ორგანიზაციამ, Nasscom-მ განაცხადა, რომ იგი ქვეყანაში კრიპტოვალუტების აკრძალვის წინააღმდეგია.

ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

”Nasscom-ი მიიჩნევს, რომ სამთავრობო კომიტეტის ბოლოდროინდელი წინადადება, აკრძალოს ყველა სახის ციფრული ვალუტა არ არის სწორი. აკრძალვის ნაცვლად, მთავრობამ უნდა შექმნას რისკების მართვის სისტემა. შემოიღოს ისეთი სახის რეგულაცია და მონიტორინგი, რომელიც რისკებს შეამცირებს და ინდუსტრიას განვითარების საშუალებას მისცემს”,- აღნიშნულია ორაგნიზაციის განცხადებაში.

მხოლოდ Nasscom-ი არ გამოთქვამს პროტესტს კრიპტოვალუტის აკრძალვის შესახებ. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მთავრობამ შესაძლოა, ციფრული ვალუტა აკრძალოს კრიპტო საზოგადოებამ მთავრობის ამ წინადადებაზე გავლენის მოხდენა გადაწყვიტა.

საზოგადოება გეგმავს პარლამენტის წევრებს გააგებინოს, თუ რამდენად საზიანო იქნება მათი გადაწყვეტილება.

Blockchained India-ის მიერ მოხდა კრიპტო საზოგადოებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა. საბოლოოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

“მარეგულირებელი სისტემა საჭიროა, რადგან ინოვაციას განვითარებაში დაეხმარება”,- განაცხადა Blockchained India-ს თანადამფუძნებელმა ეკშეი აგარვოლმა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკშეი აგარვოლოვის აზრი და Nasscom-ის შეხედულება ერთმანეთს ემთხვევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი