ინდოეთის კრიპტო საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსმენის მოლოდინშია

0
1384

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ციფრული ვალუტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მოსმენის ახალი თარიღი დანიშნა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია სასამართლომ უნდა მოუსმინოს ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს და მთავრობის წევრებს.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ განაახლა კრიპტო საქმის განხილვა, რომელიც თავდაპირველად 23 ივლისს იყო დანიშნული. თუმცა ამ დღეს მოსმენა არ შედგა.

მნიშვნელოვანია, რომ ამავე მოსმენაზე სასამართლომ უნდა განიხილოს ცენტრალური ბანკის კრიპტო შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართული შუამდგომლობა. ასევე უნდა გაეცნოს სამთავრობო კომიტეტის დასკვნასაც.

24 ივლისს სასამართლომ მოსმენის ახალი თარიღი დანიშნა და ეს 2 აგვისტო იქნება. თუმცა თრიღებში მოგვიანებით ცვლილება შევიდა და ამ დრომდე უცნობია რომელ დღეს ჩაინიშნება მოსმენა.

მანამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის კრიპტო საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია. არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობის წევრებს გადაეგზავნებათ, რათა მათ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება ციფრული ვალუტის აკრძალვის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი