მაიკ ნოვოგრაცი: ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის კურსზე დადებითად აისახება

0
1615

Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი აცხადებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის ფასზე დადებითად აისახება.

ის ფიქრობს, რომ 2019 წლის ბოლომდე ბიტკოინი 2017 წლის დეკემბრის ნიშნულს დაუბრუნდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი გახდება.

ეს განცხადება მაიკ ნოვოგრაციმ Bloomberg–თან გააკეთა.

კითხვაზე, თუ სად იქნება ბიტკოინის ფასი წლის ბოლოსთვის მაიკ ნოვოგრაციმ ამის საპასუხოდ ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასის ზრდის ისტორია გაიხსენა.

Galaxy Digital–ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ბიტკოინმა კურსის ზრდა 4.000 დოლარიდან დაიწყო და ფასის მომატება 13.500 დოლარამდე შესძლო.

ახალ კი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 10.000-სა და 14.000 დოლარს შორის დაიწყებს მოძრაობას.

გარდა ბიტკოინის ფასისა, მაიკ ნოვოგრაციმ Facebook-ის Libra-ს შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე რთული ნაწილი მომხმარებელთა მოზიდვაა. Facebook-ს კი 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლი ჰყავს. ამ მომხმარებლების უმეტესობა კი სიამოვნებით დაიწყებდა Libra-ს გამოყენებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი