25 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1671

სამშაბთს, 25 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 11.790 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 12.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 9.71%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: მსგავსად ბიტკოინისა, ეთერიუმის ფასიც ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამჟამად, ალტკოინის ფასი ნიშნული 330 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული თითქმის 6%-ით არის გაზრდილი.

გუშინ კი ეთერიუმის კურსი ასევე 300 დოლარის ფარგლებში მოძრობდა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 318 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი ასევე 318 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 330 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი