მარშალის კუნძულების ციფრული ვალუტის გამოსაშვებად არაკომერციული ორგანიზაცია შეიქმნა

0
1255

მარშალის კუნძულების რესპუბლიკამ ჩამოაყალიბა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მთავრობას ქვეყნის ეროვნული ციფრული ვალუტის განხორციელებაში.

შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის სამოქმედო გეგმას მხარს დაუჭერს და განახორციელებს.

ორგანიზაციას მართავს დირექტორთა საბჭო, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. აქედან ორი მათგანი მთავრობის მიერ იქნება დანიშნული, ორი საბჭოს წევრი კი ქვეყანაში მომუშავე Blockchain კომპანიამ წარადგინა. სწორედ ამ კომპანიას ევალება ციფრული ვალუტისთვის Blockchain ინფრასტრუქტურის შექმნა.

2019 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაციას, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა ისრაელში დაფუძნებულ სტარტაპ Neema-სთან პარტნიორობით შეიქმნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ Sovereign-ის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, ისრაელში დაფუძნებული მედია საშუალება Times-ი აღნიშნავდა, რომ აშშ-ს მარეგულირებლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბანკებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ. მარეგულირებლები მთავარ საფრთხედ კი ფულის გათეთრებას ასახელებდნენ.

“ციფრული ვალუტის გამოშვება მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა დაინტერესებული მხარე დარწმუნებული იქნება Sovereign-ის უსაფრთხოებაში”,- განაცხადა Neema-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი